გაუჩინარებული 4 წლის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვაშინგტონში ქალი დააკავეს. ბიჭის ცხედარი გზატკეცილზე იპოვეს.
პოლიციის ცნობით, 27 წლის ჯანეტ გარსიას ბრალდება ედება პირველი ხარისხის მკვლელობაში. ბიჭი ოთხშაბათს გაუჩინარდა, დედამისი კი მალევე დაასახელეს ეჭვმიტანილად.
როგორც აღმოჩნდა, გაუჩინარების შემდეგ დედამ პოლიციაში „ცრუ და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააკეთა“.
ცხედარი აღმოაჩინეს ფართო ჩხრეკის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდა 100-ზე მეტი ოფიცერი. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.