ფინეთში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა

ფინეთის სკოლაში, სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია 12 წლის ბავშვი. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

მსგავსი თემები