სკოლაში 12 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა – დაჭრილია სამი ბავშვი

სამი 12 წლის ბავშვი დაიჭრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად სკოლაში სროლის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი, ასევე 12 წლის ბავშვი, დაკავებულია.

ინციდენტი ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას დაწყებით სკოლაში, ჰელსინკიდან ჩრდილოეთით 18 კილომეტრში მოხდა. სკოლას დაახლოებით 800 მოსწავლე ჰყავს 1-დან მე-9 კლასებს შორის, განაცხადა ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა YLE-მ.

მსგავსი თემები