,,აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ აშშ-ს ზიანი მიაყენოს” – სენატორი რიში

,,აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ აშშ-ს ზიანი მიაყენოს”, – ასე ეხმაურება სენატორი ჯიმ რიში გავლენიანი გამოცემების გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, “ჰავანას სინდრომი”, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ანომალიურ ინციდენტებს გულისხმობს, შესაძლოა, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) 29155-ე ქვედანაყოფის წევრების მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით იქნას გამოწვეული.

,,აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები კიდევ ერთი შეხსენებაა, როგორ ღრმად შეტოპავს პუტინი, რომ ამერიკას ზიანი მიაყენოს. ამის იგნორირება ან სხვა მხარეს გახედვა სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს”, – წერს სენატორი X-ზე.

მსგავსი თემები