შეიძლება, მართლა დამნაშავეა… – მდინარაძე რუსეთში გასამართლებულ ქართველზე

“პუტინსაც შეიძლება ჰყავს კანონიერად დაპატიმრებული”-  ასე პასუხობს “პირველებს” კითხვას მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის ლიდერს მას შემდეგ მივმართეთ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მამუკა მდინარაძემ ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა და მედია ისევ ოროვოკაციული კითხვის დასმაში დაადანაშაულა.

ანუ მართლა არ იყო დამნაშავე? არ ვიცი, ვერ მივხვდი, ზუსტად არ ვიცი… უდანაშაულო იყო და შეუფარდეს სასჯელი თუ რა მოხდა? შეიძლება მართლა დამნაშავეა ამ შემთხვევაში, მე წარმოდგენა არ მაქვს. რავიცი მე, სისხლის სამართლის მასალებს ვიცნობ თუ?…

პუტინის გამოძიება რას ჰქვია? პუტინი ვიღაცას კანონიერად აკავებს, სააკაშვილსაც ჰაყვდა კანონიერი პატიმრები, კანონიერად დაკავებული პატიმრები. პუტინსაც შეიძლება ჰყავდეს ვიღაცა კანონიერად დაპატიმრებული და უკანონოდ დაპატიმრებული.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თქვენ ხართ ამ წუთში ადამიანი, რომელიც პროვოკაციულ კითხვებს სვამთ საქართველოს დადანაშაულების მიზნით. ერთი სიტყვა არ დამამთავრებინეთ, რატომ არ იცითო, მაწვებით და მე გეუბნებით, რომ საგარეომ იცის და დაუსვით ეს კითხვები-მეთქი და კონკრეტიკას მეკითხებით და რანაირად გითხრათ კონკრეტიკა, თქვენგან გავიგე ამბავი. არ არის პროვოკაცია? სულ პროვოკატორეი ხართ და რა გავაკეთო?, – ამბობს მდინარაძე.

მსგავსი თემები