ქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

ქობულეთის N1, N2, N3, N5 და N6 საჯარო სკოლებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში რუსულენოვანი ინფორმაცია ნახეს სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

მოსწავლეებმა ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობეს. დირექციამ კი რესურსცენტრთან შეთანხმებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები