,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას – პატრუშევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

,,რა თქმა უნდა, უკრაინა”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, დგას თუ არა ტრაგედიის უკან ,,ისლამური სახელმწიფო”.

ცნობისთვის, სწორედ ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მ აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც 140-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა პუტინიც და მისი ხელისუფლებაც მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

მსგავსი თემები