ფეხბურთის მოყვარულთათვის, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დამატებითი ეკრანები დამონტაჟდა – გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ, საქართველო-საბერძნეთის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთოი მატჩთან დაკავშირებით, დღეს, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ეკრანი განთავსდება, სადაც გულშემატკივრები თამაშისთვის თვალყურის დევნებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ.

წინა თამაშთან შედარებით, მატჩს ოთხჯერ დიდ ეკრანზე უჩვენებენ, გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამონტაჟდა დამატებით ეკრანები.

ადგილზე ასევე განთავსდა კვების ობიექტები, გათვალისწინებულია თემატური ატრაქციონებიბავშვებისთვისაც. თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრების განწყობაზე ქართველი არტისტები იზრუნებენ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ “დინამო არენაზე” დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს.

მსგავსი თემები