ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შესაძლოა ლაშა ჟვანია გახდეს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესაძლოა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჭვანიამ დაიკავოს.

როგორც ლაშა ჟვანია აცხადებს,  მსგავსი შემოთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია და ეს საკითხი პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

„თქვენ იცით, რომ ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი. ამიტომ ასეთი რამ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს, ალბათ, უფრო პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. როდესაც მისმა უწმინდესობამ 2010 წელს დამნიშნა თავისი ფონდის ხელმძღვანელად, მაშინ ვთქვი, რომ არც ჩემი ნებით დავნიშნულვარ და ჩემი ნებითაც არ წავალ. ეს მისი უწმინდესობის გადასაწყვეტია,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მსგავსი თემები