,,ლიბერთი ბანკის” ფილიალში დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

თემქაზე, ლიბერთი ბანკის ფილიალთან ერთმა მომხმარებელმა მეორე მოხმარებელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ბანკში დაიწყო. აგრესიული მომხმარებელი ბანკის მენეჯერს ეჩხუბებოდა, რა დროსაც მას რამდენიმე მომხმარებელი გამოესარჩლა.

ამის შემდეგ, დაპირისპირებულმა მამაკაცებმა ქუჩაში გადაინაცვლეს. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლიბერთი ბანკის დაჭრილი მომხმარებელი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი თემები