„ეს არის პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიგონა“- ხატია დეკანოიძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ ოპოზიციის ვითომ დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც არ მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებს სრულიად სხვა პრობლემები აწუხებთ, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.

მისივე თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიგონა და რომელზეც მხოლოდ “ქართული ოცნება” საუბრობს.

“არ აწუხებთ ადამიანებს ის გამოგონილი თემა, რომელზეც რეალურად მარტო “ქართული ოცნება” ლაპარაკობს და მეტი არავინ.

ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ეს არის იმის გაგრძელება, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ფასად ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას გაგრძელება არ ექნება და ეს უბრალოდ არის ჩავარდნილი პროექტი “ქართული ოცნების” მხრიდან,” – განაცხადა დეკანოიძემ.

 

მსგავსი თემები