“რუსების მიერ გაშვებული 12-ვე დრონი ჩამოვაგდეთ” – ამბები უკრაინიდან

რუსების მორიგი იერიში უკრაინაზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული 12-ვე “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე, სუმზე და ნიკოლაევზე. „მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, – ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.    

მეტი...

ბაღდათი-საირმეს მონაკვეთზე, 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მეტი...

საქართველო-საბერძნეთის მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. თბილისის მერიის ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც “დინამო არენაზე”, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. ასევე, გარკვეული ავტობუსები 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. ,,საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტობუსები…

მეტი...

ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს, ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს – ფუკუიამა

ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს, ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს, – ამბობს ამერიკელი პოლიტოლოგი, ფრენსის ფუკუიამა, რომელიც მონაწილეობას იღებდა თბილისში გამართულ საჯარო დისკუსიაში ,,ამერიკა და გლობალური დემოკრატია”. ,,საშიშია რუსეთთან ნებისმიერი მიზნით დაახლოება.  ჩემი აზრით, საქართველოში პრობლემა არის ის რომ ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს. ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც საქართველოში დემოკრატიას ანგრევს. საქართველოში პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე, მთავრობა არ წარმოადგენს  ხალხს. ამიტომ ქვეყანაში არ არის სასურველი ვითარება”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მეტი...

,,ავადმყოფი და ცინიკური არსება” – ზელენსკი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაუსაბუთებელი ბრალდებები მოსკოვში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე. ,,დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ეს ისევ ტელევიზიით გადაიცემოდა. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ის ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა სწორედ ის იკვებება ტერორით ორი ათეული წელია. სწორედ ის არის ტერორისთვის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახურები. და როცა ის წავა, მასთან ერთად გაქრება ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო საქველმოქმედო აქციას დუშეთში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან. მისამართი: დუშეთი, კოსტავას ქ. N 34, კულტურის ცენტრის შენობა.

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამეტნის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია  

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ – ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ,,სიამოვნებით ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ერევანში. სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. საუბრისას შევეხეთ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

მეტი...