ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება დღევანდელი დღით, 26 მარტით თარიღდება.

ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარედ კი ზელენსკიმ ოლეგ ივაშჩენკო დანიშნა.

მსგავსი თემები