ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლე სცემა

ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორისა და მოსწავლის დაჭრა. დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო.

მსგავსი თემები