საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩში დუბლის ავტორ ბუდუ ზივზივაძეზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.
,,არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების პირადი დამოკიდებულება, ბუდუზე ვამბობ.
როცა ჩამოვიდა და ვესაუბრე, ვუთხარი ძალიან მჩატე ხარ და შეფერთხილი-მეთქი. კი, კიო, ამ თამაშისთვის ისე ვემზადები, რომ 5 თვე შოკოლადიც არ მიჭამიაო”, – გაიხსენა იაშვილმა.