საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება

საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება, რომელმაც ლუქსემბურგის გუნდთან ნახევარფინალური მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა

თბილისი, 26 მარტი Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ნანატრი ევროპის ჩემპიონატის გზაზე სერიოზული წინაღობის გადალახვა მოუწევს – 2004 წლის ჩემპიონი, საბერძნეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს.

დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ნახონ.

ყველას ესმის, რომ თამაში რთული იქნება, განაცხადა საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. როგორც მან აღნიშნა, ყველა მოთამაშე მობილიზებულია და მზადაა მომავალი თამაშისთვის.

მსგავსი თემები