21 მარტს სტადიონზე შეპარული პატარა გულშემატკივრები ფინალის ბილეთებით დასაჩუქრდნენ – ვინ გადასცა საჩუქარი

პატარა გულშემატკივრები ფინალის ბილეთებით დასაჩუქრდნენ – „FC Dinamo Tbilisi” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლუკა და ილია დინამოს პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ფინალის ბილეთებით დაასაჩუქრა.

ილია წიქარაშვილი და ლუკა ყურაშვილი ის ბავშვები არიან, რომლებიც სტადიონზე შეიპარნენ და რომელთა ვიდეომაც ინტერნეტ სივრცე ვირუსულად მოიცვა.

ზურგჩანთიანი სკოლის მოსწავლეები საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის სანახავად „დინამო არენაზე“ გისოსებიდან თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარნენ.

მსგავსი თემები