მოზარდს, რომელმაც ხალხი “კროკუს სიტი ჰოლიდან” გაიყვანა, მედლით დააჯილდოებენ

ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა.

15 წლის ისლამ ხალილოვს, რომელიც მრავალ ადამიანს დაეხმარა „კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის დროს, დააჯილდოებენ რუსეთის მუსლიმების მედლით „დამსახურებისთვის“. ჯილდოს 29 მარტს, პარასკევის ლოცვის დროს, გადასცემს მოზარდს რუსეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ხელმძღვანელი, მუფთი რავილ გაინუტდინი.

ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, როცა სროლის ხმა გაიგო, მან იმოქმედა ინსტრუქციით, რომლითაც ხელმძღვანელობენ საგანგებო მდგომარეობისას, შეძლო ყველა კარის გახსნა და დიდი რაოდენობით ხალხს მისცა უსაფრთხო ადგილას გასვლის საშუალება.

მსგავსი თემები