ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ეს შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა… მაგრამ მინდა ნათლად ვთქვა: კონგრესის მუშაობა დასრულებული არ არის. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს [უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის] დამატებითი დაფინანსების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი, რათა წინ წაწიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება”, – ამბობს ბაიდენი.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ განიხილავდნენ, რაც მოგვარებული იქნებოდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხი.

 

მსგავსი თემები