„ბიბისი“ – „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის ორი მონაწილე მოკლულია

„ბიბისის“ რუსულენოვანი გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეჭრილი თავდამსხმელებიდან ორი მოკლულია.

წყაროს ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მათი ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცი ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა მედია მის სახელს და გვარს არ ასახელებს.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი  გაუხსნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი, 24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი თემები