ISIS-მა კროკუსზე თავდასხმის ვიდეო გაავრცელა – უმძიმესი კადრები თავად თავდამსხმელებმა გადაიღეს

ისლამური სახელმწიფოს წარმომადგნელები ავრცელებენ მასალას, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება როგორ მზადდებოდა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში. უკრაინული მედია ყურადღებას ერთ დეტალეზე ამახვილებს: ტერორისტების ჩაცმულობა და აღნაგობა ერთი ერთში იმეორებს იმ ადამიანებისას, რომლებიც რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მძიმე ბრალდებით დააკავეს.

პარალელურად, ასევე ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმაა ასახული. ტერორისტული ორგანიზაცია ამ დრომდე ამტკიცებს, რომ რუსეთის დედაქალაქში მომხდარი დანაშაული მათი ნამოქმედარია.

მასალა მძიმეა. კადრებში ჩანს, რა მეთოდებით კლავდნენ თავდამსხმელები საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს. ირკვევა, რომ ადამიანებს ჯერ დამიზნებით ესროლეს, შემდეგ კი  გვამებს ყელი გამოჭრეს.

მსგავსი თემები