“პუტინი ერთი დღე-ღამე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა გუშინდელი ტერაქტი უკრაინასთან”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარ ტერაქტს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს.„მათ ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე იყო. აფეთქებული სახლებიც [მოსკოვსა და რიაზანში 1999 წელს – რედ.] იყო, დახვრეტებიც, აფეთქებებიც. და ისინი ყოველთვის სხვებს სდებდნენ ბრალს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. „გუშინაც მოხდა ყველაფერი ეს და ეს არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, რუსეთის მოქალაქეებით ყოფილიყო დაკავებული, მათთვის მიემართა, ერთი დღე-ღამე დუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. აბსოლუტურად ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება შეიძლება,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები