მეფე ჩარლზმა ქეით მიდლტონზე ისაუბრა – რას წერს Guardian-ი

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ ამაყობს უელსის პრინცესა ქეით მიდლტონით. სიამაყის მიზეზი კი პრინცესას მხრიდან დიაგნოზის შესახებ გულახდილი საუბარია.

მეფის ქეითის მიმართ დამოკიდებულების შესახებ გაზეთი Guardian ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩარლზ III ძალიან ამაყობს ქეითით და მისი გამბედაობით ისაუბროს მძიმე დაავადებაზე.

გამოცემის თანახმად, მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე დედოფალი კამილა „ამ რთულ პერიოდში გააგრძელებენ მთელი ოჯახის მხარდაჭერას და სიყვარულს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიდლტონს მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.

მსგავსი თემები