ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

შეიარაღებული პირების ჯგუფი ერევანში პოლიციის განყოფილების შენობაში შეიჭრა. შენობასთან ყუმბარა აფეთქდა.

ერევანში, პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. თავდასხმა სომხეთის დედაქალაქის ნორ-ნორკის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.


უსაფრთხოების ძალებმა პოლიციის შენობას ალყა შემოარტყეს. ადგილზე იმყოფება ორგანიზაცია “საბრძოლო ძმობის” რამდენიმე წევრი, რომლებიც დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. მედიის ცნობით, თავდამსხმელები შესაძლოა, იყვნენ ორგანიზაცია „საბრძოლო ძმობის“ წევრები.

 24 მარტს სომხეთის პოლიციამ რესპუბლიკაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებასა და შენახვაში ეჭვმიტანილი 49 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. ისინი ადგილობრივ პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები