პირადი ცხოვრების შანტაჟში ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

პირადი ცხოვრების შანტაჟში ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. დახურულ სხდომაზე გიორგი ქაროსანიძემ განსასჯელის სკამიდან დუმილი რამდენიმე სიტყვით დაარღვია. ქალების მორალურ ტერორიშიი მხილებული კაცი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. თვითმარქვიაა ფოტოგრაფი თავისუფლების სანაცვლად მზად იყო, 20 ათასი ლარი გადაეხადა, თუმცა ადვოკატის ეს შუმადგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალდება არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში დაზარალებულ ქალთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. 200-მდე ქალის ხუთი ათასზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის გარდა, საქმეში დევს მიმოწერებიც, რომლითაც დგინდება, რომ მამაკაცი ქალებს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა.

მსგავსი თემები