“ცალ ფეხზე არ დავდგებით” – მოსამართლეებმა ვეტინგის წინააღმდეგ პრეზენტაცია მოაწყვეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე ლევან მურუსიძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ყველაზე მეტი დრო ვეტინგის სისტემაზე საუბარს დაუთმეს. მათ ამის თაობაზე პრეზენტაციაც კი მოაწყვეს და 40 წუთის განმავლობაში მოსამართლეებს ვეტინგის სისტემის უარყოფით გავლენაში არწმუნებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ტესტი არა მათი კეთილსინდისირების გამოვლენას, არამედ სისტემიდან მოსამართლეების გაყრას ემსახურებოდა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა დღევანდელ კონფერენციაზე ასევე “ოცნების” ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ “ცალ ფეხზე დგომას” არ აპირებენ. იგულისხმებოდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. პრემიერმა გუშინ თქვა, რომ ქვეყანას ევროკავშირში ისე შიეყვანს, რომ “ცალ ფეხზე დგომა” არ მოუწევთ.

მსგავსი თემები