10 ლარიანი ბილეთი 100 ლარად, 50 ლარიანი კი 400-ად – საბერძნეთი – საქართველოს მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

ფეხბურთის ფანები ეგრეთ წოდებულმა გადამყიდველებმა შოკში ჩააგდეს. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე შესასვლელი ათ ლარიანი ბილეთი 100 ლარი ღირს, 50 ლარიანი კი 400. სოციალური ქსელი აჭრელებულია პირადი მიმოწერის სქრინებით, სადაც ჩანს, რომ გადამყიდველები ფეხბურთის მოყვარულებზე ბილეთებს გაათმაგებული ფასით ყიდიან.

არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები თაღლითური სქემის მსხვერპლიც კი ხდებიან. ე.წ. გადამყიდველები მათ უკავშირდებიან და ფულის ჩარიცხვის სანაცვლოდ ბილეთების გადაცემას ჰპირდებიან, თუმცა თანხის მიღების შემდეგ უკვალოდ ქრებიან.

ქართული ბილეთები მოხდა უცხოურ საიტებზეც, რომელთა ღირებულებაც 100 ევროდან იწყება.

ხარვეზები იყო ძალიან დიდი. 95% ვერ შეიძინა ბილეთები და ეგრევე გამოჩნდნენ გადამყიდველები ვებგვერდებზეც, სხვადასხვა ჯგუფებში. ჩვეულებრივი ფულის საშოვნელი გზაა და არა მარტო ქართველები, უცხოურ ვებგვერდებზეც დევს, ვთქვათ, 10 ლარიანი ბილეთი 100 ევროდ, 50 ლარიანი ბილეთი 500 ლარად და .., – ამბობს ფეხბურთის გულშემატკივარი

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე თაამაში 26 მარტს ჩატარდება. გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ისინი, ვინც ბილეთების ყიდვა ვერ მოახერხა, მატჩის ყურებას რესპუბლიკის მოედანზე ღია ცის ქვეშ შეძლებენ.

მსგავსი თემები