„რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ეს არავის არაფერს არ აძლევს“ – გედევან ფოფხაძე

ცვლილება იმისათვის, რომ ახალი მჩაგვრელი მოვიდეს, რომელიც იმავეს გააკეთებს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება, არაფრის მომცემია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

„თუ ჩვენ სამართლებრივ სივრცეს შევქმნით, იმ სამართლებრივ სივრცეში ვიღაცა დაისჯება, მერე შეიძლება ვიღაცა ამნისტიით გამოვუშვათ, ვიღაცა ნაკლებად დავსაჯოთ და ანგარიშსწორებად არ გადავაქციოთ ეს ყველიერი, მაგრამ ქვეყანაში უნდა შექმნას სამართლებრივი სივრცე, მე ამის მჯეროდა 13-ში, მჯერა ახლაც, იმიტომ რომ არ შეიძლება, ხელისუფლების შეცვლა დარჩეს, უბრალოდ, ერთი ჯგუფის მოსვლად, მეორე ჯგუფის წასვლის ხარჯზე – ეს ფორმულა უნდა დავივიწყოთ. ან ვქმნით ახალ პოლიტიკურ რეალობას, ან უბრალოდ, ცვლილება იმისათვის რომ ახალი მჩაგვრელი, თუ ახალი მტარვალი მოვიდეს, რომელიც იმავეს გააკეთებს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, ეს არავის არაფერს არ აძლევს და იდეაში, ეს არ არის ცვლილება, რომლისთვისაც საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები