ისტორიის მძარცველებს ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე – არქეოლოგი

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი, გოდერძი ნარიმანიშვილი ამბობს, რომ წალკის წყალსაცავის ტერიტორიაზე, ორ ადგილზე ამოთხრილი დახვდათ ყორღანის შიდა სივრცე.

არქეოლოგი განმარტავს, რომ მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში მომავალი წყალსაცავის ტერიტორიაზე არაერთი ყორღანი გაითხარა, იქ აღმოჩენილი მასალები კი ეროვნული მუზეუმის მუდმივ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ნარიმანიშვილი თქმით, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ძირითადი აღმოჩენები ადგილზე უკვე გაკეთებული იყო, თუმცა 1999 წელს, როცა ზამთარში წყლის დონემ მაქსიმალურად დაიწია, კიდევ მრავალი არქეოლოგიური ძეგლი ნახეს, გამოვლინდა რამდენიმე სრულიად ახალი ყორღანი და სამაროვანი.

,,2024 წლამდე ყველა არქეოლოგიური ობიექტი ხელუხლებელი გვხდებოდა. წლევანდელმა მონიტორინგმა კი აჩვენა, რომ ჩვენი ისტორიის მძარცველებმა, რომლებიც მეტალოდეტექტორებით არიან აღჭურვილი, აქამდეც მოაღწიეს. საქართველოში არაერთგან შემხვედრია მათი ნაკვალევი, მაგრამ წალკის წყალსაცავმა გვიჩვენა, რომ ისინი უკვე მძიმე ტექნიკითაც შეიარაღდნენ და, შესაბამისად უფრო საშიში გახდნენ. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მძარცველები აქ დიდთოვლობის დროს მოსულან, თოვლი, ტექნიკის საშუალებით, გადაუცლიათ ყორღანისათვის და ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე. ალბათ დროა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე მეტალოდეტექტორებით ძიება და არტეფაქტების მოპოვება კანონით დარეგულირდეს”, – წერს არქეოლოგი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები