პოლონეთი და გერმანია ქმნიან კოალიციას უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებისთვის

პოლონეთისა და გერმანიის მთავრობები ქმნიან კოალიციას უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებისთვის, განაცხადა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში და გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი შეხვდნენ პოლონეთში “ვეიმარის სამკუთხედის” ქვეყნების შეხვედრის შემდეგ.

თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ კოალიციის მუშაობა ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე დაიწყება 26 მარტს და მას შეუერთდებიან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია.

,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია, რომელიც შეიქმნა”, – უთხრა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

თავდაცვის მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას სამხედრო სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაში, რომლის მიზანიც იქნება მოიგერიონ შესაძლო თავდასხმა ევროკავშირის ქვეყნებზე.

მსგავსი თემები