თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ,,ომის ეკონომიკაზე” უნდა გადავიდეს და ყველაფერი გააკეთოს კიევის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

მიშელმა გამოაქვეყნა სვეტი ევროპულ გაზეთებში და Euractiv ვებსაიტზე სათაურით ,,თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის”, სადაც მან აღწერა ის ნაბიჯები, რომლებიც, მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა გადადგას ამ ამოცანების მისაღწევად.

მიშელი წერს, რომ ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ – ,,ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში, ისევე, როგორც ის არ გაჩერებულა ყირიმში 10 წლის წინ”.

მისი თქმით, კრემლი აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და აფრიკის ქვეყნებშიც კი.

,,თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და თუ ჩვენ არ გავუწევთ საკმარის დახმარებას უკრაინას, ჩვენ ვიქნებით შემდეგი. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ “ომის ეკონომიკის” რეჟიმზე. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”, – წერს მიშელი.

მსგავსი თემები