“მთის ბოძი,” რომელიც ბოროტ ძალებს განდევნის (Video)

სოფელი მენგვუ სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს. ეს სოფელი „მიაოს ხალხის“ სოფელია, რომელიც ერთ-ერთ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს ჩინეთში. ამ სოფელში თვალში მოგხვდებათ უზარმაზარი, შეფერილი და მოხატული ხის ბოძები, რომელსაც მხოლოდ სანახაობრივი დატვირთვა არ გააჩნია.

გარდა  ბოძებისა, ადგილობრივები, ხის მსგავსად არიან შემოსილები და სახეც განსაკუთრებულად აქვთ მოხატული.   მიოს ეროვნების „ძელვის კულტურა“ სათავეს იღებს უძველესი სოფლიდან – ჯიმან მიაოდან, იუანბაოს მთიდან, რომელიც მესამე უმაღლესი მწვერვალია სამხრეთ ჩინეთში.  მას თითქმის 500 წლიანი ისტორია აქვს.

„მთის ბოძი“ არის თილისმა  და მფარველი ღმერთი.  მიაოს ხალხის თვალში მას შეუძლია განდევნოს ბოროტი სულები, ქურდობა, ნეგატივი, ავადობა, ილოცოს იღბლისთვის და აღმოფხვრას კატასტროფები. ადგილობრივებს შეუძლიათ ამ მთა-ბოძთან კონტაქტი,  შეხება, რომ სთხოვონ კარგი მოსავალი, კარგი ამინდი, მშვიდობა.

შესაბამსად, სოფელ მენგვუში ამ ე.წ. წმინდა ბოძის გამოსახულებებს უხვად ნახავთ, თავად მიაოელებიც ბოძის შესაბამისად არიან მოკაზმულები და დამახასიათებელ ცეკვებსაც ასრულებენ.

იუანბაოს მთის ეროვნული ნაკრძალი ხასიათდება „აბის ხეებით“, რომელიც,  გადაშენების პირას მყოფი სახეობაა მსოფლიოში.

ეკა გულუა ჩინეთიდან

სოფელი მიაო და მიაოს ხალხი, კულტურა და ცხოვრება (ნაწილი 1)

მსგავსი თემები