,,ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ” – უილსონი MEGOBARI Act-ზე

,,ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ”, – ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ MEGOBARI Act-ს დღეს წარადგენს.

,,ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა: მათ არაფერი უნდათ პუტინის იმპერიასთან. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას მათ მიმართ, აჩვენებს რეალურ ფასს დემოკრატიაზე თავდასხმებისთვის და ხაზს უსვამს უკეთეს, ალტერნატიულ გზას,” – წერს უილსონი, რომელიც MEGOBARI Act-ის ავტორია.

მსგავსი თემები