EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს – ზელენსკი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.

,,საჭიროა ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი და ჩვენ ვამზადებთ მას. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ შემზღუდავ ნაბიჯებს სანქციებისგან გვერდის ავლისთვის. რუსეთზე ზეწოლის ყოველი გამოვლინება მშვიდობის მიდგომაა”, – ამბობს ზელენსკი.

მისივე ინფორმაციით, ამ თვეში, პარტნიორებთან კომუნიკაციების შედეგად, მიუახლოვდნენ გადაწყვეტილებას სხვადასხვა იურისდიქციაში შენახული რუსული აქტივების გაყინვის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი გასული წლის 18 დეკემბერს დაამტკიცა. წელს, 19 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ EU ახალი, მე-13 პაკეტისთვის ემზადება.

მსგავსი თემები