,,სპორტი არის საქმიანობა არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც უკვე მოხუცია. მეტიც, სპორტდარბაზმა არ უნდა შეგაშინოთ, თუ ჯერ კიდევ 70 წლის არ ხართ”. როგორც Business Insider-ს 67 წლის ბოდიბილდერმა, მარლენ ფლაუერსმა განუცხადა, ათი წლის წინ, მუხლები სტკიოდა, როდესაც სეირნობდა. ახლა კი მას ფეხებით შეუძლია 90 კილოგრამზე მეტი წონის დაჭერა.
2015 წელს მან ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა კვებითი დარღვევებით გამოწვეული პრობლემების გამო.
„მაშინ მივხვდი, რომ რაღაცების შეცვლა მომიწია, რადგან ჩემს სხეულს ვანადგურებდი”, – თქვა მან.
58 წლის ასაკში მარლენმა სახლში ფიტნესის კეთება დაიწყო, DVD-ის შეძენით გაკვეთილების კურსით. მას შემდეგ, რაც გახდა უფრო გამძლე, მან დაამატა აწევის ვარჯიშები სახლის ვარჯიშებს და დაინტერესდა ამ საქმიანობით.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სხვების აზრის ეშინოდა და სპორტდარბაზში მისვლა რთულად გადაწყვიტა, თუმცა შვილის წახალისების წყალობით ქალმა შიში დაძლია და სპორტდარბაზში პირველად 63 წლის ასაკში შევიდა.
ახლა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, მას შეუძლია 140 ბიძგი, 25 აწევა ან 100 ჩაჯდომა ერთ კომპლექტში. ის ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე აკეთებს მუცლის ვარჯიშებს, კვირაში შვიდი დღე დადის სპორტდარბაზში და ნახშირწყლების დიეტაზეა.
„მე თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და უკეთესად ვგრძნობ. შემიძლია სარკეში ჩავიხედო და ვიყო ბედნიერი იმით, რასაც ვხედავ, რასაც მთელი ცხოვრება ვერ ვაკეთებდი”, – თქვა მარლენმა.
მარლენმა გამოცემას ასევე გაუზიარა ოთხი დასკვნა, რომელიც მან გამოიტანა მოწინავე ასაკში სპორტის დაწყებიდან:
1. ვარჯიშის ჩვევის ჩამოყალიბებას მოტივაცია სჭირდება. თავში და გულში უნდა გქონდეს სურვილი და ლტოლვა. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ ან რა მიზნები გაქვს, მაგრამ უნდა დაიწყო ჩვევის ჩამოყალიბება.
2. კუნთების ზრდისთვის მნიშვნელოვანია სწორი დიეტა. თქვენ ვერ შეძლებთ კუნთების ზრდას, თუ არ მიირთმევთ იმას, რაც გჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად, მაშინაც კი, თუ თქვენ აკეთებთ „სრულყოფილ” ვარჯიშს.
3. პროგრესი ნელია. არ უნდა გადააჭარბოთ ვარჯიშს, რადგან შესაძლოა საკუთარ თავს ზიანი მიაყენოთ: „დიდი დრო დამჭირდა იქამდე მისასვლელად, სადაც ვარ, მაგრამ დროთა განმავლობაში, დაჟინებითა და დისციპლინით, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ“, – ამბობს მარლენი.
4. სპორტი გხდით საზოგადოების ნაწილად. ძალოსნობა დამეხმარა სპორტდარბაზში შევხვდე ახალ მეგობრებს: „ესენი არიან მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრება არ მყოლია. მე მიყვარს ამ ჯგუფის წევრობა. ეს არის საზოგადოება. ეს თავს კარგად მაგრძნობინებს და მაძლევს თავდაჯერებულობას, გავაგრძელო ეს საქმინაობა და ჯანსაღი ცხოვრება“.