,,ვერც რუსული და ვერც უკრაინული მხარე ვერ პასუხობს სრულფასოვნად, რა მოხდა ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს” – ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ბელგოროდში მომხდარ ავიაკატასტროფასთან ეხმაურება.

,,რუსეთის პოზიცია ნათელია – ყველაფერი უკრაინას დააბრალოს. ამავდროულად, არსებობს მთელი რიგი გაუგებარი ფაქტები. ეს უპირველეს ყოვლისა, ის არის, რომ მათ არ აჩვენეს გვამებით მოფენილი მინდვრები, როგორც ეს უნდა ეჩვენებინათ, რათა მაქსიმალურად დაედანაშაულებინათ უკრაინა. ანუ, სიტუაცია ბოლომდე არ არის ნათელი.

თუ ეს მოხდა ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა რუსეთი ცხედრებს რამდენიმე დღის განმავლობაში და აგრძელებს დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: „აი, უკრაინელები მკვლელები არიან“. მაგრამ არც გვამებია, არც არაფერი”, – ამბობს ბუდანოვი.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 24 იანვარს მოხდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ილ-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც უნდა გაეცვალათ. მათივე მტკიცებით, თვითმფრინავიც უკრაინამ ჩამოაგდო. თუმცა, უკრაინა ბრალდებებსა და რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციებს არ ადასტურებს. უშიშროების სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები