,,ისინი იბრძვიან სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, აქტიურად არიან ჩართული ამაში და სწორედ სტუდენტები არიან ისინი, ვისაც ჩვენ მომავალში უნდა ვანდოთ ჩვენი სახელმწიფოს მართვა და ბუნებრივია პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ სტუდენტების წინაშე”- ამბობს მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი და პარტია “ახალის” წევრი, რომელმაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გაფიცულ სტუდენტებს დღეს თსუ-ს ეზოში საჯარო ლექცია ჩაუტარა.
სტუდენტები, რომლებიც საჯარო ლექციას დაესწრნენ, ამბობენ, რომ ამგვარი აქტივობებით სურთ ხელისუფლებას დაანახონ, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა საპროტესტო კვირეული გამოაცხადეს, რომლის ფარგლებშიც მსვლელობებს და პერფორმანსებს აწყობენ. ახალგაზრდები აუდიტორებში რუსული კანონის პროტესტის ნიშნად არ შედიან და ლექციების ნაწილი ღია ცის ქვეშ ტარდება.