რაჭაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. მოქალაქე კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში ხუთი ადამიანი რჩება, ოთხი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა, სოფელ აგარასთან, დილით მოხდა. თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი პირი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.