უკრაინელებმა ყირიმში რუსული სადესანტო გემი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმციით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსული სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. მათივე ცნობით,  რუსულ სადესანტო გემს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.

“გუშინ ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა დიდი სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ “მოსკვას” შემდეგ, დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” მიუყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები