ისრაელ-“ჰამასის” ომს, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემების მიხედვით, ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი დაიღუპა.

მათგან 62 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი დაკავებულია.

კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე,  დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

 

 

მსგავსი თემები