პარიზთან ახლოს, ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია.

შემთხვევა ქალაქ მეოსში, დაახლოებით 40 კილომეტრში პარიზის ცენტრიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ილ-დე-ფრანსის რეგიონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია 33 წლის მამას ეძებს, რომელიც “გაქცეულია”.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები