ქალმა ოჯახისგან მალულად გააჩინა ბიჭი და თოვლში ცოცხლად დამარხა

სვერდლოვსკის ოლქის სოფელ სვობოდნიში ქალმა ბავშვი აბაზანაში გააჩინა და თოვლში დამარხა.  ბიჭი გადარჩა, ექიმებმა მას ტვინის დისფუნქციის დიაგნოზი დაუსვეს.

„სოფელ სვობოდნის მკვიდრი 20 დეკემბერს დილით ფარულად მივიდა მამამთილის აგარაკზე, ჩაიკეტა აბაზანაში და იქ გააჩინა შვილი”, – წერს რუსული მედია.

თუმცა მამაკაცი მოულოდნელად მივიდა აგარაკზე და რძალი აბაზანაში ახალშობილით ხელში იპოვა. ქალს ზეწარი მისცა და მეზობელთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. თუმცა, როცა კაცები დაბრუნდნენ, ბავშვი ვერ იპოვეს, დედამისი აბანოს უკან ქუჩაზე იდგა.

მამაკაცებმა ახალშობილი ნიჩბით ამოთხარეს და სასწრაფო გამოიძახეს. დედაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამომძიებლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 1996 წელს დაბადებული გოგონას წინააღმდეგ, მუხლით „ახალშობილის მკვლელობის მცდელობა“ და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.

ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გოგონამ შვილის დამარხვა გადაწყვიტა, რადგან ქმარს მესამე შვილი არ სურდა. უფრო მეტიც, არავინ იცოდა ახალი ორსულობის შესახებ.

მსგავსი თემები