,,ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის”- ზელენსკი

,,ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მიმართვაში განაცხადა.

მიი  თქმით, სიბნელე წააგებს, ბოროტება დამარცხდება.

„ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. საბოლოოდ სიბნელე და ბოროტება დამარცხდება. დღევანდელი ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენი საერთო სურვილი და დღევანდელი ჩვენი საერთო ლოცვაც ეს არის, ჩვენი თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი შევძლებთ სახლში შეკრებას მშვიდობიანი შობის, მშვიდობიანი წლისთვის და ყველანი ვეტყვით ერთმანეთს – ქრისტე იშვა”,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები