ხანძარი ინდონეზიაში – დაიღუპა 13 ადამიანი

ინდონეზიაში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ნიკელის ქარხანაში გაჩნდა.

ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა ქარხანაში დილის 5:30 საათზე მოხდა.

დაღუპულთა შორის 9 ინდონეზიელი, 4 კი ჩინელია.

მსგავსი თემები