ახალციხე-ნინოწმინდის გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი თემები