,,ბლაგვი საგნით ჩამტვრეული აქვს თავის ქალა, არის საკმაოდ მძიმედ”- ძაღლის წამების ფაქტი ბაღდადში

ძაღლის წამების ფაქტი ბაღდადში –  სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს.

ძაღლს  დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის თავის ტრავმა, რაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია. გულ-მკერდის არეში ჩარჩენილი აქვს პნევმატური იარაღის ტყვია. ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

,,რენტგენოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ძაღლს ბლაგვი საგნით ჩამტვრეული აქვს თავის ქალა. არის საკმაოდ მძიმედ. აქვს სპაზმური შეტევები და ამ დრომდე იყო დიაზეპამდე, თუმცა იძულებულები გავხდით შეგვეყვანა ხელოვნუ ძილში. რენტგენის ფოტოზე ჩანს კისტის ტყვიაც, რომელიც კუნთშია გაჩერებული და არის ხანდაზმული. როგორც ჩანს მიუსაფარ ცხოველებს კისტის თოფითაც უსწორდებიან,”- წერს სოციალურ ქსელში შორენა ლობჟანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები