„წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში“ – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის სალეჩომ საქართველოში ჩინეთ-საქართველოს ურთიერობებთან და ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით საზეიმო მირება გაართა. ღონისძიებას ის ადამიანები დაესწრნენ, რომლებსაც სხვადასხვა ფორმით, აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში.

როგორც ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება უფრო ძველი და ახალი მეგობრების შეკრებაა, ვიდრე ოფიციალური მიღება.

„ყველა თქვენ, ვინც დღეს აქ ხართ, ხართ ძველი მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია ადევნებენ თვალყურს ჩინეთის განვითარებას და მხარს უჭერენ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში.

მიმდინარე ივლისის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან კონსენსუსს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე. ორივე მხარემ გადაწყვიტა დაემყარებინა სტრატეგიული პარტნიორობა, გახსნა სრულიად ახალი თავი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.

მისივე შეფასებით, მყარმა პოლიტიკურმა ურთიერთნდობამ მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა ორმხრივ თანამშრომლობას.

„ჩინეთის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 61,6 პროცენტით გაიზარდა და 1,77 მილიარდ აშშ დოლარს შეადგინა. ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამრეწველო პარკი, ფინანსური სექტორი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა ამჟამად ღრმავდება. ასევე მოხარული ვართ, რომ ქართულმა პროდუქციამ უპრეცედენტო ყურადღება მიიპყრო წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე შანხაიში“ – აღინშნა ჭოუ ციენმა.

ღონისძიების ბოლოს კი „მედიაცენტრი მთავარის“ ხელმძღვანელის, ეკა გულუას დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, რომელიც ჩინეთში მოგზაურობას ეხება და რეალურ ჩინეთს წარმოაჩენს.

მსგავსი თემები