ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალის განცხადებით,  გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება.

“გამოვხატავ ჩემს დიდ მწუხარებას და გაბრაზებას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლოს სრულიად უმიზეზო დანაკარგის გამო. ასევე მსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ყველა ახლობელს. ეს ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი იყო”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა.

21 დეკემბერს პრაღის უნივერსიტეტშ შეიარაღებულმა პირმა 15 ადამიანი მოკლა, ხოლო დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი.

მსგავსი თემები