დრონებით თავდასხმა კიევზე – არიან დაშავებულები

21 დეკემბერის ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს შეუტია. საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით,  საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩოს განცხადებით,  უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ორ რაიონში ჩავარდა.

სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი  დარნიცკის რაიონში.

რამდენიმე ბინაში კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა, ზოგან კი, მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი.

მსხვერპლი არ ყოფილა.

ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები