7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდეს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა.

მსგავსი თემები